მუნიციპალიტეტის მერმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებთან ერთად, მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცა.
დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფულადი საჩუქარი 72 ქალბატონს გადაეცა.