USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ლელა მენთეშაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოფიციალური მსიის ხელმძღვანელს საქართველოში პიტერ უიბლერს და USAID-ს დემოკრატიისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორს ადამ შმიდტის შეხვდნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობაზე.