საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

14 March, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები გადასცა.

უკვე მესამე დღეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია დროებით გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

 

 

Share page