მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, მუნიციპალური ცენტრი

თელავის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 1095 კმ2

მოსხლეობა - 58 350

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი თელავი

თელავის მუნიციპალიტეტი 27 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება - ცენტრალური თელავი, ძველი თელავი, დასავლეთი თელავი, ალაზანი-კავკასიონი, აღმოსავლეთ თელავი, აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კონდოლი, კისისხევი, შალაური, ნასამხრალი, კურდღელაური, გულგულა, ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო, ყარაჯალა, ნაფარეული, ლაფანყური, ლალისყური, სანიორე – ჯუღაანი, ართანა, ფშაველი – ლეჩური, თეთრიწყლები.

თელავის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტნის რესპუბლიკა, აღმოსავლეთით ყვარლის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის მიწების დიდი ნაწილი უჭირავს ფართოფოთლოვან ტყეებს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა  12°C, ნალექების რაოდენობა 700-800 მმ წელიწადში. თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროლოგიურ არტერიას ქმნის მდინარე ალაზანი და მისი აუზი.  

თელავის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილი გაშლილია ალაზნის ვაკეზე და შემოზღუდულია სამხრეთ-დასავლეთით გომბორის ქედით, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით კახეთის კავკასიონით. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გომბორის ქედის უმაღლესი მწვერვალი ცივი (1991 მ).

 

ქალაქ თელავის რუკა

Share page