ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

19 March, 2020

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა. კომისიის წევრებმა სხდომის დაწყებამდე ქართველი მედიკოსების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

სხდომაზე  განიხილეს საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის 33-ე დადგენილებაში ცვლილების პროექტი, რომელიც ეხება თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შესაბამისი საჭიროების მქონე პირთათვის პირდაპირ განკარგვის წესით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემას. 

თელავის მუნიციპალიტეტს ბიბერახის პარტნიორული კომიტეტის გაერთიანების მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით, უნარშეზღუდულთა ეტლებთან და საგორავებთან ერთად საკუთრებაში გადმოეცა ყავარჯნები, რომელიც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი საჭიროების მქონე პირთათვის გადასაცემი ქონების ჩამონათვალში, რის გამოც საჭიროა საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანა.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტისა და დალი ხუდაბერდოვის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნაზე მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა ნორმატიული აქტის ორივე პროექტი წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.  

 

 

Share page