თელავის მუნ8ციპალიტეტში 182 ოჯახს მერიამ სოციალური დახმარება გადასცა

24 March, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავში ერთ-ერთ მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა და სასურსათო პაკეტები გადასცა.

დღესვე, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი სასურსათო კალათა 182 ოჯახს გადაეცა, მათ შორის შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ:

> მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;

> გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;

> დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;

> თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;

> დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს;

www.stopCoV.ge;

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი:

☎️ 574 17 96 23

Share page