გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
■ 913 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.
■ პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 464 ლარით ფინანსდება.
■ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ასრულებს.