სოფელ ყარაჯალაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო

27 March, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში Covid-19-ის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და Covid-19-ის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ:

◇ მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;

◇ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;

◇ დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;

◇ თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;

◇ დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს. 

www.stopCoV.ge;

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: ☎️ 574 17 96 23

იხილეთ ბმული

Share page