მარტოხელა მოხუცებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თელავის ფილიალის წარმომადგენლებმა მარტოხელა მოხუცებს სასურსათო პაკეტები გადასცეს.
სოციალური აქცია მოქალაქეთა ჩართულობით მიმდინარეობს და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.
სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში შეგროვილი არამალფუჭებადი პროდუქტები და ჰიგიებური საშუალებები ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 21 მარტოხელა მოხუცს გადაეცა.