9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა

9 April, 2020

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. 

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილ ჩვენ გმირებს, რომელთა თავდადებამ და თავგანწირვამ ორი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ამ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებთ, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

Share page