სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ბოშებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ

25 April, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრებთან ერთად, სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ბოშებს ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების პაკეტები გადასცა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

ბოშათა დახმარების პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და კოორდინირებით განხორციელდა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).

 

Share page