თელავში ავტობუსების სადგომის და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო

18 May, 2020

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა.

თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 004 517 ლარით ფინანსდება.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ამ ჯგუფი" ასრულებს.

 

 

Share page