ფშაველში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

18 May, 2020

 თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

სოფელ ფშაველში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

გზის ორ მონაკვეთზე, ჯამში 916 მეტრზე, ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 512 457 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ახორციელებს.

 

Share page