გულგულაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

8 June, 2020

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

913 მეტრის სიგრძის გზაზე მოეწყო ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხი.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 464 ლარით დაფინანსდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინმა" განახორციელა.

 

Share page