ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2020 წლის 18 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება.
სხდომაზე განიხილავენ ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე 480 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულებების პროექტებს.
კომისიის სხდომა 12 საათზე გაიმართება.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.