აკურის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

19 June, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საბავშვო ბაღში სარეაბილოტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ბაღს ახალი ჯგუფი დაემატება, რომელიც ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს მოიცავს.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 881 ლარით ფინანსდება. 

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,კ და გ,, ასრულებს.

 

 

Share page