ც ნ ო ბ ა - თელავის გენ-გეგმა

1 November, 2021

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ,,ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმის და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მისაღებად ვადის გაგრძელების შესახებ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში ,,ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმის და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ პროექტის განხილვა განხორციელდება 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.

 

პროექტის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2021 წლის 1 ნოემბრამდე.

 

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)

პროექტის დანართები
Share page