ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს 31 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავენ, მათ შორის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილის ინიციატივას, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბის წევრების, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებას 2021 წლიდან ითვალისწინებს.
საკრებულოს მორიგი სხდომა 12 საათზე ჩაინიშნა.