„COVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ - პრემიერა თელავის თეატრში
ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „COVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ პრემიერა გაიმართა.
პრემიერას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის ჩვენება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
პიესა სპეციალურად თელავის თეატრისთვის ნიკა რამიშვილმა დაწერა. „COVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ მოგვითხრობს შეზღუდვების ფონზე ერთ ოჯახში განვითარებულ ისტორიას.