საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

4 September, 2020

 

2020 წლის 4 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს. საკრებულოს წევრები იმსჯელებენ პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ განკარგულების პროექტის დამტკიცებაზე. სხდომა 14 საათზე ჩაინიშნა. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეოროს გამზირი N16. 

Share page