ნასამხრალში წყალსადენის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში წყალსადენის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სოფელში სრულად ამოიცვლება სასმელი წყლის ამორტიზიებული ქსელი, ასევე დამატებით მოეწყობა ჭაბურღილი.
სამუშაოებს, რემელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 727 606 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ელეს" ასრულებს.