ნასამხრალში საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

17 December, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყო.

 პროექტის ფარგლებში, 800 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,საგაზო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინი,, ასრულებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 072 ლარით ფინანსდება.

 

Share page