ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

18 December, 2020

2020 წლის 18 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისიის წევრები განიხილავენ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო  ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტს. სხდომა ასევე იმსჯელებენ კიდევ ორ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მერისთვის თანხმობის მიცემას:

  • თინათინ ჩეკურიშვილის მიერ ქ. თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე 432 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას  ნაკისრი სააუქციონო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ;
  • თელავის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლევან ახალმოსულიშვილისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.  

 ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა 11 საათზე ჩაინიშნა.                                                                                   

 

Share page