სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა
2021 წლის 22 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება.
კომისია იმსჯელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტზე.
კომისიის სხდომა 14 საათზეა ჩანიშნული.