ქვემო ხოდაშნის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საბავშვო ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბაღში არსებულ სათავსოს, პერსონალისთვის კი სველი წერტილი მოეწყობა.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ლენი,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 879 ლარით ფინანსდება.