ბუშეტი
ბუშეტის ადმინისტრაციული ერთეული
სოფელი ბუშეტი მდებარეობს მდინარე წინანდლისხევის ნაპირზე, ცივის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან – 610 მეტრზე. ბუშეტი თელავიდან დაშორებულია 11 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1090 ადამიანი. მეზობელი სოფლებია ქვემო ხოდაშენი და ვანთა.
სოფელს სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ კვეთს მდინარე ბუშეტი.
ბუშეტი პირველად ალექსანდრე კახთა მეფის მიერ 1579 წელს გაცემულ სიგელშია მოხსენიებული. ეთნოგრაფიული მასალები ადასტურებენ ერწოს ხეობაში არსებული ბუშეტიდან აღნიშნული ტოპონიმის კახეთში გადმონაცვლებას, რაც მთის მოსახლეობის მიგრაციის შედეგია.
დღემდე შემორჩენილია სვეტიცხოვლის, ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები. 2013 წელს დასრულდა წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივი მეცენატის მამუკა დავითნიძის ქველმოქმედებით აშენდა და ამჟამად მოქმედია.
სოფელში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან აღსანიშნავია მეცნიერის - აკადემიკოს შალვა ამონაშვილის მიერ დაფუძნებული ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული განათლების სფეროს სპეციალისტები იმაღლებენ კვალიფიკაციას.
სოფელი ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას.
წარმომადგენლის მ.შ ადმინისტრაციულ ერთეულში
ჯემალ ღუდუმიძე
ტელ: 570 709322
მობ: 599 85 77 37
E-mail: busheti.telavi@gmail.com
სპეციალისტი
- ივანე გობეჯიშვილი - მობ: 599 52 17 79
- ოლღა ჩაველაშვილი - მობ: 599 52 17 76