თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნა

18 March, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი მიმართულება - ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება დაემატა.

 შეხვედრაზე, თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა ბავშვთა დაცვის, მათი საჭიროებების და მხარდაჭერის საკითხები.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განუოფილებას.

 

 

 

 

Share page