ც ნ ო ბ ა
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე - დადგენილების მისაღებად
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე - დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ პროექტის განხილვა განხორციელდება 2021 წლის 21 აპრილამდე.
დადგენილების პროექტის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2021 წლის 1 მაისამდე.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)