ბუშეტში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 April, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში შიდა საუბნო გზის (ეკლესიასთან მისასვლელი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 130 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,როუდ გრუპი,, ასრულებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 103 314 ლარით ფინანსდება.

 

Share page