ც ნ ო ბ ა
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე - დადგენილების მისაღებად
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის №21 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე - ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ პროექტის განხილვა განხორციელდება 2021 წლის 24 ივლისამდე.
დადგენილების პროექტის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2021 წლის 07 აგვისტომდე.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)