შოთა ნარეკლიშვილმა გუგლის წარმომადგენელთან შეხვედრაზე თელავის გაციფრულების საკთხი განიხილა

15 July, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი მოადგილეებთან დავით ბეგიაშვილთან და ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად გუგლის სერტიფიცირებულ მწვრთნელს და ციფრული მარკეტინგის ექსპერტს ნათია ჯინჯოლავას შეხვდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა  გუგლის ექსპერტების ვიზიტის დეტალებზე იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც თელავის გაციფრულება იგეგმება. 


კერძოდ, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფი გუგლის რუკებზე თელავის მნიშვნელოვან ტურისტულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაიტანს. პროექტის ფარგლებში, გუგლის რუკებზე აიტვირთება რამდენიმე ათეული კილომეტრის სიგრძის ქუჩის ხედი,  აეროპანორამები, 360 გრადუსიანი პანორამები. 


პროექტს DMO Visit Kakheti თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ახორციელებს.

Share page