საბავშვო ბაღების მართვისა და განვითარების რეფორმის შესახებ მერიაში იმსჯელეს

16 July, 2021

„საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციის“ პროექტის „შერჩეულ 10 მუნიციპალიტეტში ექსკლუზიური უფლებამოსილების - საბავშვო ბაღების მართვისა და განვითარების რეფორმის - ხელშეწყობა“ ფარგლებში თელავში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 პროექტის წარმოამდგენლებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ია ლუარსაბაშვული შეხვდნენ.

 პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ (GGLD) ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ა(ა)იპ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

 

Share page