ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2021 წლის 23 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისია განიხილავს საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთარებაში არსებული უძრავი ქონების „სოფელ ქვემო ხოდაშნის ქალთა საინიციატივო ჯგუფისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას.
სხდომა 15 საათზე ჩაინიშნა.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.