გიორგი ენუქიძე მერი მაღლაფერიძეს შეხვდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორს მერი მაღლაფერიძეს და სააგენტოს კახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელს დალი მოსიაშვილს შეხვდა.
მხარეებმა თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლების ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, ასევე განხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.