თელავის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს - „თელავის შემოსასვლელებში თემატური ინსტალაციის განთავსება“

18 October, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერია, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში პროექტის განსახორციელებლად, თელავის ტექნო პარკთან თანამშრომლობით აცხადებს ესკიზების შესარჩევ კონკურსს : „თელავის შემოსასვლელებში თემატური ინსტალაციის განთავსება“.

კონკურსის მიზანია: თელავის, როგორც რეგიონული და ეკონომიკური ცენტრის წარმოჩენა, ისტორიულ-კულტურული, საგანმანათლებლო და სატახტო ქალაქის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, თელავის სამ შემოსასვლელთან არსებული ურბანული ტერიტორიის ათვისება, განახლება და განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ახალი მიზიდულობის არეალების გაჩენას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს 16 წლის ასაკიდან, საინიციატივო ჯუფებს და ორგანიზაციებს.

კონკურსზე ესკიზების წარმოდგენა დასრულდება მიმდინარე წლის 15 ნოემბრის 18:00 საათზე.

 

 

Share page