თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი

22 December, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. საკრებულო თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებს.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 8 საკითხს განიხილავენ. საკრებულოს მორიგი სხდომა 29 დეკემბერს, 12 საათზე ჩაინიშნა. მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

Share page