ლევან ანდრიაშვილი კისისხევის, ნასამხრალისა და შალაურის მოსახლეობას შეხვდა

23 February, 2022

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად კისისხევის, ნასამხრალისა და შალაურის მოსახლეობას შეხვდა.

სოფელ შალაურში მოსახლეობასთან შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილიც დაესწრო.

კისისხევში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, საბავშვო ბაღის დარბაზის რეაბილიტაცია და ეზოს შემოღობვა, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა და სკოლის ეზოს შემოღობვა.

ნასამხრალში ადგილობრივებმა გარე განათების ახალი ქსელის და სანიაღვრე არხების მოწყობა მოითხოვეს.

შალაურში კი პრიორიტეტულ საკითხებად საბავშვო ბაღის შენობის სახურავის რეაბილიტაცია და სასაფლაოსთვის გამოყოფილი ტერიტორიის შემოღობვა დასახელდა.

 

Share page