კალათბურთელ ნოდარ იანქოშვილს 75 წელი შეუსრულდა
საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, კალათბურთელ ნოდარ იანქოშვილს 75 წელი შეუსრულდა. სპორტსმენს საიუბილეო თარიღი თამაზ ანთაძის სახელობის სპორტსკოლაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის და სპორტსკოლის წარმომადგენლებმა მიულოცეს. სპორტსმენს, რომელსაც თელავის სპორტული ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ფულადი თანხა, მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.