ლევან ანდრიაშვილმა და თენგიზ მთვარელიშვილმა ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

27 May, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

,,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისს თელავში არაერთი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. დღე დავიწყეთ იმ გმირებისთვის პატივის მიგებით, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შეწირეს თავი. დღეს საქართველოს ეროვნილი გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, რაც ძალიან სიმბოლურია. აქტივობები თელავის ცენტრალურ მოედანზე უკვე დაიწყო, ღონისძიებებს კი გრანდიოზული გალა კონცერტი დაასრულებს. ვულოცავ საქართვლოს ყველა მოქალაქეს დღევანდელ თარიღს. დღევანდელი დღე არის მაგალითი იმის, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ევროპული კურსი, ევროპული წარსული და ევროპული მომავალი.,, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

 

 

Share page