თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა

27 May, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სამინისტროების ჩართულობით, თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, თელავში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო ტექნიკა. ასევე, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა, დამთავლიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფოტოზონებსა და სხვადასხვა თემატურ პავლიონებს.

ასევე, გაიმართა ადგილობრივი საბავშვო მუსიკალური სტუდიებისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

თელავის მე-4 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის" ფინალური თამაში ჩატარდა, ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 10 გუნდი დაუპირისპირდა.

ინტელექტუალური თამაშის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული თელავის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი გახდა.

გამარჯვებულ გუნდს,,game over,, თელავის მუნიციპალიტეტის მერის თასი მერის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა გადასცა.

საზეიმოდ აღინიშნა დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის დრო - 17 საათი და 10 წუთი.

ღონისძიებები კი ანსამბლ ,,თეატრალური კვარტეტის,, და ჯგუფ ,,გუფი ლენდის,, მონაწილეობით გრანდიოზულმა გალა კონცერტმა დაასრულა.

 

Share page