თელავში შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი გაიხსნა

3 June, 2022

ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებებლში ,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი თელავში,, გაიხსნა.

გალა კონცერტში თამარ ლიჩელმა, კახა ცაბაძემ, ლიანა კალმახელიძემ, გოგა შავერზაშვილმა, ახალგაზრდა პიანისტმა დათა ჭარბაძემ და მუსიკალური სასწავლებლის გუნდმა მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

წელს ფესტივალს საქართველოდან 150-ზე მეტი მონაწილე ეყოლება, 9 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას თურქეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან და გერმანიიდან.

,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი,, 2016 წელს დაარსდა.

Share page