წინანდლის სამუსიკო სკოლას დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა

21 June, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის სამუსიკო სკოლას დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა.

წინანდლის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, ადმინისტრაციისა და კულტურის სამსახურების ხელმძღვანელებთან, თამარ ზაზანაშვილთან და მაია დათუნაშვილთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაზე წინანდლის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ცნობილი ქართველი და უცხოელო მუსიკოსების ნაწარმოებები და ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს.

სამუსიკო სკოლის პედაგოგს, მანანა ბადურაშვილს სამუსიკო-საგანმანათლებლო სფეროში 50 წლიანი მოღვაწეობისათვის დამსახურებული პედაგოგის ტიტული მიენიჭა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის გადაწყვეტილებით, წინანდლის სამუსიკო სკოლას ახალი მუსიკალური ინსტრუმენტი გადაეცემა.

 

Share page