თელავის სატრანსპორტო სამსახურის მძღოლებისა და ტექნიკური პერსონალისათვის ტრენინგი ჩატარდა

23 June, 2022

თელავის სატრანსპორტო სამსახურის მძღოლებისა და ტექნიკური პერსონალისათვის ტრენინგი ჩატარდა.

შეხვედრაზე ავტობუსების მწარმოებელი კომპანია ,,ოტოკარის,, წარმომადგნელებმა თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის თეორიული და ტექნიკური მახასიათებლების, ასევე ტრანსპორტის ექსპლოატაციისა და მოხმარების ზოგადი წესების შესახებ ისაუბრეს,

ტრენინგის ბოლოს კი დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს.

ტრენინგი ავტობუსებისა და მძღოლების გადამზადების პროგრამის ფარგლებში უკვე მესამედ ჩატარდა.

დღესვე, კომპანია ,,ოტოკარის,, წარმომადგენლებმა ქალაქის მასშტაბით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება განახორცილეს.

 

Share page