25 ივნისს, ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება

24 June, 2022

მიმდინარე წლის 25 ივნისს, ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გამყოფი მწვანე საფარის განახლებას და გარე განათების მოწყობას.

სამუშაოებიდან გამომდინარე, ალაზნის გამზირზე შესაძლოა დროებით შეფერხდეს ტრანპორტის გადაადგილება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მიმართულებებით, რათა მოქალაქეებს ტრანსპორტით გადაადგილების დროს პრობლემა არ შეექმნათ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

 

Share page