რუისპირში, ფეხბურთში სოფლის შიდა ჩემპიონატი ჩატარდა

9 August, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ფეხბურთში სოფლის შიდა ჩემპიონატი ჩატარდა.

პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა „ძამუკაანთ უბანი“, მეორე ადგილზე გუნდი „გორაკები“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა გუნდი „ახატელი“.

გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ.

Share page