Hot line : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თელავში, ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, კერამიკოს ნანა ბოტკოველის დიზაინის მიხედვით დამზადებული აბრა გაიხსნა

6 September, 2022

თელავში, ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, ცნობილი კერამიკოსის ნანა ბოტკოველის დიზაინის მიხედვით დამზადებული სიმბოლური აბრა გაიხსნა.

აბრა ნანა ბოტკოველის შვილმა, თეა ბოტკოველმა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად გახსნა.

ღონისძიებას მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანამშრომლები, კერამიკოსის მეგობრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

Share page