ლევან ანდრიაშვილმა თელავში, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

6 September, 2022

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თელავში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ მეტრეველთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თედო ხოსროშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გივი მეტრეველთან ერთად მოინახულა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,სი ემ დი ფორტექსი,, ასრულებს. ბაღის მშენებლობაზე 3 426 416 ლარი დაიხარჯება.

 

 

Share page