სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა

27 September, 2022

სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთავრელიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

 

 

Share page