საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სამმართველომ #3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა
მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სამმართველომ #3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა.
მეხანძრეებმა პატარებს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების შესახებ პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.
ბავშვებმა სახანძრო ინვენტარი და აღჭურვილობა დაათავალიერეს და მეხანძრეების მუშაობის პრინციპს გაეცნენ.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან თამარ ზაზანაშვილთან, თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ია ლუარსაბაშვილთან და საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვის ,,ქალთა ოთახის,, მენეჯერთან, ნელი აბეჩხრიშვილთან ერთად დაესწრო.
მდგრადი ენერეტიკის საქალაქო დღეები ფორმირებულია მერების შეთანხმების ფარგლებში. კვირეულის მიზანია, უპირველესად ქალაქის, თემის ინფორმირებულობის გაზრდა ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენების თანამედროვე მეთოდების, ენერგიის განახლებადი წყაროების ფართოდ მოზიდვის შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღვუდგეთ წინ კლიმატის გლობალურ ცვლილებას საერთო ევროპულ პოლიტიკაში ჩართულობით.
ღონისძიება „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.