ლევან ანდრიაშვილმა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

3 October, 2022

თელავის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლა დაიწყო.

სწავლის დაწყება ახალგაზრდებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად მიულოცა.

მიმდინარე წელს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 250 პირველკურსელი ჩაირიცხა, ჯამში კი სტუდენტთა საერთო რაოდენობა 1700-ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან და სტუდენტებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს სთავაზობს.

 

 

 

Share page